პოლიციამ გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური დააკავა

სამართალდამცველებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავება სასტუმრო „პარაგრაფში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას/ცემას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას, ტარებას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს