არჩილ თალაკვაძე - საქართველო მზად არის, არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატაროს სამართლიანი და გამჭვირვალე, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები

საქართველო მზად არის არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატაროს სამართლიანი და გამჭვირვალე, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

„რთულ გამოწვევებთან ბრძოლის, ფუნდამენტური რეფორმების გატარების და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯების ფონზე, საქართველო მზად არის, არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატაროს სამართლიანი და გამჭვირვალე, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები. ამ წლების განმავლობაში თითოეულ ჩვენს თანამოქალაქესთან, ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებთან ერთად, ვიმუშავეთ, რომ დაცული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება; შეუქცევადი გაგვეხადა დემოკრატიული განვითარება, გვეზრუნა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, დაცული ყოფილიყო ადამიანის უფლებები და გაგვეზარდა ეკონომიკა. დღეს შევიკრიბეთ, რომ განვამტკიცოთ ურთიერთნდობა და მომავალზეც ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა. ჩვენ შეგვიძლია, კარგი თანამშრომლობით მივაღწიოთ ახალ წარმატებებს. კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შემდეგ, აღვადგინოთ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა, შვილებისთვის გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ხანდაზმულებისთვის უფრო ღირსეული პირობები უზრუნველყოთ, დავაბინავოთ დევნილები და განვაგრძოთ ძალისხმევა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები. საქართველო და ჩვენი ხალხი ამას იმსახურებს - წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს, წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა