კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან, 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლი, დანარჩენი 7 კი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო დანარჩენი 7 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში მოთავსებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 ახალი შემთხვევა დაემატათ, მთლიანობაში კი კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტი მკურნალობს.

„დაგვემატა 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა და სულ კოორონავისუსის 1039 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა და 900 შეადგენს. ამ მონაცემების შეჯერებით კოვიდცენტრებში დღევანდელი მონაცემებით, 162 პაციენტი მკურნალობს. ეს 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 4 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა და ესენი არიან სატვირთო ავტომანქანების მძღოლები, ხოლო დანარჩენი 7 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია. უმეტესობა მათგანი არის საკარანტინე სივრციდან, ნაწილი კიდევ დადასტურებული არის ადგილზე, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ჩვენი კლინიკის მდგომარეობის შესახებ მონაცემები ასეთია: ჩვენთან გამოჯანმრთელდა ერთი, შემოყვანილია 5 დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 23 დადასტურებული შემთხვევა. ამ 5 დადასტურებული შემთხვევიდან 1 გახლავთ შემოტანილი, ეს არის საკარანტინო სივრციდან რუსეთიდან მოქალაქე, რომელსაც კარანტინში დაუდასტურდა დიაგნოზი და გადმოიყვანეს ჩვენთან. დანარჩენი 4 შემთხვევა გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა