ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები ეკონომიკის აღდგენის გეგმაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ და მოლაპარაკებები მე-4 დღესაც გრძელდება

ბრიუსელში, სამდღიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერები კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენისკენ მიმართული მასშტაბური სტიმულირების ფონდის შექმნის თაობაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ სამიტი დღესაც გრძელდება.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, ევროპელმა ლიდერებმა მოლაპარაკებები ორშაბათ დილით ადრე შეწყვიტეს და აპირებენ, რომ მსჯელობა შუადღიდან ისევ განაახლონ. 27 ევროპული სახელმწიფოს ლიდერი ბრიუსელში ერთ ტრილიონ ევროზე მეტი მოცულობის ევროკავშირის 7 - წლიან ბიუჯეტს განიხილავს, ასევე ქვეყნები კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ მიმართული ფონდის შექმნაზე მსჯელობენ, თუმცა ფინანსურ საკითხებზე ევრობლოკის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა.

კვირას ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ლიდერებს მოუწოდა, უთანხმოება გვერდზე გადადონ.

„შესძლებს ევროკავშირის 27 ლიდერი ევროპული ერთიანობისა და ნდობის აშენებას, თუ ღრმა უთანხმოების გამო, ჩვენ საკუთარ თავს წარმოვაჩენთ, როგორც სუსტ ევროპას, რომელსაც ძირს უთხრის უნდობლობა?“ - აღნიშნა მიშელმა სიტყვით გამოსვლისას, რომლის ჩანაწერიც „Associated Press”-მა მოიპოვა.

ბრიუსელში მოლაპარაკებები 17 ივლისს დაიწყო. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ სამიტი 17 და 18 ივლისს ჩატარდებოდა, თუმცა მოლაპარაკებების ხელშესახები შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.

იხილეთ ვიდეო:ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები ეკონომიკის აღდგენის გეგმაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ და მოლაპარაკებები მეოთხე დღესაც გრძელდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა