მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ოცნებამ“ 30 წარმატებული, ღირსეული, მძიმეწონიანი პოლიტიკოსები წარადგინა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატებად 30 წარმატებული ადამიანი დაასახელა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მათი ნაწილი არის ახალი სახე, ნაწილი კი „მძიმეწონიანი პოლიტიკოსია.

„ეკონომიკა, განათლების, რაც შეიძლება სწრაფად გავნითარება, განათლების სფეროში ინვესტირება, დეოკუპაცია რა თქმა უნდა, ევროპული ოჯახის წევრობა არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ უფრო მეტი ძალით და დინამიკიით ამ ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ დღეს დავასახელეთ 30 წარმატებული ადამიანი და ისინი თითოეული შეგიძლიათ გადახედოთ არის ღირსეული ადამიანი და საპარლამენტო ცხოვრებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს. შემთხვევით არ გვიხსენებია მძიმეწონოსანი პოლიტიკოსები, მათ შემადგენლობაში არიან ახალი სახეები და არიან ისეთებიც, 2012 წლიდან რომ მოყვებიან „ქართულ ოცნებას“, გუნდის ღირსეული ძველი წევრები არიან, მძიმეწონიანი პოლიტიკოსები და მათი სინთეზი მიდის იქით, რომ ჩვენ გვაქვს გათვლა გამოცდილებაზე, კომპეტენციაზე, რაც უნდა გამოადგეს საქართველოს პარლამენტს და თავის მხრივ, ქვეყნის განვითარებას,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ქვეყნის მასშტაბით, 30 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო