სულხან სალაძე - ანგარიშში გამოვყავით საქმეები, რომელიც გაჭიანურდა, ეს არის "7 ნოემბრის საქმე", ე.წ. პიჯაკების საქმე, "ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმე"

საია-მ სისხლის სამართლის პროცესების გონივრულ ვადაში განხორციელებასთან დაკავშირებით ხარვეზები გამოავლინა. ანგარიში, რომელიც საია-მ წარადგინა, ემსახურება სისხლის სამართლის პროცესებზე დასწრებითა და გამოვლენილი შემთხვევების ანალიზის შედეგად, პრაქტიკული და საკონონმდებლო ხარვეზების, მათ შორის, დადებითი ტენდენციების იდენტიფიცირებას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, ანგარიში ასახავს სისხლის სამართალწარმოების საკითხებს 2019 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის პერიოდამდე.

"გამოვყავით საქმეები, რომელიც გაჭიანურდა, ეს არის "7 ნოემბრის საქმე", "ე.წ. პიჯაკების საქმე", "ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმე". იყო საკითხები, რომელიც ფორსირებულად იხილებოდა, ერთ-ერთია გახმაურებული საქმე, სადაც ფიგურირებენ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი. მინდა საზოგადოებას ვუთხრა რომ გასული წლის 27 დეკემბერს საქმის განმხილველმა მოსამართლე გაწერა განრიგი, სასამართლო სხდომების და პრაქტიკულად მან 25 მარტის ჩათვლით, 25 სასამართლო სხდომა წინასწარ დანიშნა. ეს ნიშნავდა რომ ის დაჩქარებულად, ფორსირებულად ცდილობდა საქმის წარმართვას",- აცხადებს სალაძე.

ამასთან, სულხან სალაძის თქმით, კიდევ ერთი საქმე, სადაც სასამართლომ ერთპიროვნულად განსაზღვრა სხდომის თარიღები, ისე რომ მხედველობაში არ მიიღო დაცვის მხარის პოზიცია ე.წ. რუსთავი ორის საქმეა, რომელიც შეეხება ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის მიმართ ბრალდებებს. " ე.წ. რუსთავი ორის საქმეზე შეგვიძლია ვთქვათ რომ ფორსირებულად, დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა. ღიად არის კითხვა, თუ რატომ ხდებოდა დაჩქარებული წესით საქმის მიმდინარეობა, ამაზე პასუხი არავის არ გაუცია"-აცხადებს სულხან სალაძე.

ცნობისთვის, აღნიშნული ანგარიშის ფარგლებში, 2019 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის პერიოდამდე საია-მ 2744 სასამართლო სხდომის მონიტორინგი განახორციელა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა