ალექსანდრე მოწერელია - მეტი ამერიკა და ევროკავშირი სამეგრელოში

მეტი ამერიკა და მეტი ევროკავშირია საჭირო საქართველოში, მეტი ამერიკა და ევროკავშირი სამეგრელოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

როგორც მოწერელიამ აღნიშნა, ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონების სწრაფი და თანაბარი განვითარება.

„სწორედ პარლამენტშია სერიოზული ასპარეზი იმისა, რომ ვიმუშავოთ რეგიონული პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის გასაძლიერებლად. ბოლო ორი წელიწადი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის რთული იყო, ჯერ ფაროსანა, შემდეგ ვირუსი, თუმცა, ჩვენ, მთავრობამ მოსახლეობასთან ერთად წარმატებით მოვახერეხთ ამ პრობლემების დაძლევა. წელს ჩვენ ველოდებით ძალიან კარგ მოსავალს, ამავე დროს ვირუსის მართვის სწორმა და დროულმა ღონისძიებებმა საშუალება მოგვცა იმისა, რომ დროულად გავხსნათ ეკონომიკა და აღვადგინოთ ტურიზმი ჩვენს რეგიონში.

დღეს საქართველო როგორც არასდროს არის მოკავშირეებთან ერთად - ამერიკასთან, ევროპასთან, ევროკავშირთან ერთად. მეტი ამერიკა და მეტი ევროკავშირია საჭირო საქართველოში, მეტი ამერიკა და ევროკავშირი სამეგრელოში. მითუმეტეს, ჩვენ ამის საუკუნოვანი ტრადიციები გაგვაჩნია ევროპასთან, რომელსაც აუცილებლად სჭირდება გაღრმავება“, - განაცხადა მოწერელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო