ეკატერინე ტიკარაძე - მმართველ გუნდს სჯერა, რომ ქართველი ხალხი კვლავ გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და გააკეთებს სწორ არჩევანს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მმართველ გუნდს სჯერა, რომ ქართველი ხალხი კვლავ გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და გააკეთებს სწორ არჩევანს 2020 წლის არჩევნებზე.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, “ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ მოსახლეობას მოლოდინს არ გაუცრუებს.

“ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს უსაფრთხოების, კეთილდღეობის და განვითარებისკენ და შესაბამისად, “ქართული ოცნებაც” თავისი სრული გუნდით, პასუხისმგებლიანი და მაღალპროფესიონალი კადრებით დარწმუნებულია, რომ შეძლებს არ გაუცრუოს ქართველ ხალხს ის მოლოდინი, რა პასუხისმგებლობასაც მოსახლეობა ჩააბარებს “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთხელ”,- განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, პარტიამ “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს