დავით სერგეენკო - საერთაშორისო ჯანდაცვის მინისტრების პროფესიული სიცოცხლის ხანგრძლივობაა 3-4 წელი, მე კი თითქმის 7 წელი გამომივიდა

ვფიქრობ, რომ მთავარი არის არა კონკურენტთან პაექრობაზე დროის ხარჯვა, არამედ იმაზე კონცენტრირება და ფოკუსირება, თუ რით შეგიძლია დაეხმარო და მხარში ამოუდგე შენს ამომრჩეველს - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო პროცესი არის სპეციფიკური და აქტიური.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი ლაიტმოტივი ამომრჩეველზე ზრუნვა იქნება. რაც შეეხება იმას, მინისტრობიდან წასვლის შემდეგ, აქტიურ პოლიტიკას რატომ ვუბრუნდები, მაშინ ძალიან ინტენსიურად დავინტერესდი და საერთაშორისო ჯანდაცვის მინისტრების პროფესიული სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 3-4 წელიწადი, სულ ორი გამონაკლისი იყო, მე კი თითქმის 7 წელი გამომივიდა, რაც საკმარისზე მეტი იყო და მართლაც ახალი ენერგია იყო საჭირო მინისტრის პოზიციაზე. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში პოლიტიკური პარტიები გუნდურობის პრინციპით არიან წარმოდგენილები, მე ჩემი კონკრეტული ამოცანა მაქვს. ექიმის ლოგიკა არის უბრალოდ, რომ არასდროს საქართველოს ბოლო ისტორიაში, არ მინახავს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ასეთ სიმაღლეზე აწია ჯანდაცვის პრიორიტეტი და ამდენი რამის გაკეთება შეძლო, ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ასეთ გუნდს ისევ გვერდით ამოვუდგე და ფოკუსირება და კონცენტრირება ამ მიმართულებებზე გავაკეთო,“ - განაცხადა სერგეენკომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა