შემოსავლების სამსახურის თანამშომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, უაქციზო სიგარეტის შეძენა-გადაზიდვის 20 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, კონტროლის შედეგად, ჯამში, 1 876 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო საქონლის (ჯამში 1,876 კოლოფი უაქციზო სიგარეტი) შენახვა-გადაზიდვის 20 ფაქტი გამოვლინდა, აქედან ერთი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა