„სანტეს“ საწარმოსთან პარტია „ქართული არჩევანის“ წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

კახეთის გზატკეცილზე, სანტესსაწარმოსთან პარტიაქართული არჩევანისწარმომადგენლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა.

პარტია „ქართული არჩევანის“ წარმომადგენლები აქციას მართავდნენ, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პარტიის ლიდერმა ბეჟან გუნავამ განაცხადა, ისინი „სანტეს“ საწარმოს პიკეტირებას ახდენენ და ავტომანქანებს ტერიტორიაზე შესვლისა და გამოსვლას საშუალებას იქამდე არ მისცემენ, ვიდრე „სანტეს“ წარმომადგენელი მათ არ გაესაუბრება.

„20 წუთი მივეცით „სანტეს“ გენერალურ დირექტორს, ერეკლე გამყრელიძეს რათა გამოვიდეს, თუმცა გვეუბნებიან, რომ ადგილზე არ იმყოფება. პირველი აქციის შემდეგ მათი მხრიდან არანაირი რეაგირება „სანტეს“ მხრიდან არ ყოფილა. ველოდებით პასუხს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაპირებთ პიკეტირებას. ვუცხადებთ სოლიდარობას ზურაბ ხარგულიანს, რომელიც არის დაჩაგრული, ჩადო სახლი, წამოიწყო ბიზნესი და 3 კვირის შემდეგ „სანტეს“ გენერალურმა დირექტორმა გამოაძევა. „ქართული ოცნება“ და მათი პარტნიორი კომპანიები გადავიდნენ ბიზნესების „ახევაზე“ თუ შედეგი არ გვექნება, აქციებს შესაბამის უწყებასთან გავმართავთ, რომელიც კომპანია „სანტეს“ მფლობელია და თბილისის მერიასთან რომელიც მფარველობს ამ კომპანიას“, - განაცხადა ბეჟან გუნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო