გია ვოლსკი - გარკვეული მედიასაშუალებები ჭორს აყვნენ, სიამოვნებით გაუკეთეს ტირაჟირება იმას, რასაც საქართველოსთვის ზიანის მეტი არაფრის მოტანა შეუძლია

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვოლსკი „ჭორს“ უწოდებს აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმათან დაკავშირებით, რომ სერბეთიდან და რუსეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, ნაღმტყორცნები ჩაიტანეს.

როგორც ვოლსკი ამბობს, „აზერბაიჯანული მხარე ამას ასე არ თვლის“.

„არის გარკვეული მედიასაშუალებები, რომელიც ამ ჭორს აყვნენ, სამწუხაროდ, საქართველოშიც. კონკრეტული ტელევიზიებია, ვინც აყვა ამ ჭორს და სიამოვნებით გაუკეთეს ტირაჟირება იმას, რასაც საქართველოსთვის ზიანის მეტი არაფერის მოტანა არ შეუძლია განსაკუთრებით, წინასაარჩებვნო პერიოდში, როდესაც ვიცით, რომ აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობა საკმაოდ ბევრია რეგიონებში და ამ ხნის მანძილზე ვინარჩუნებთ და ინარჩუნებდნენ კეთილ ურთიერთობას, როგორც თანამოქალაქეები. შევხედოთ, დესტაბილიზაცია ვის უნდა და ადვილად გავაკეთებთ გარკვეულ დასკვნებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანული გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს გავლით სომხეთში აზერბაიჯანის წინააღმდეგ განკუთვნილი ნაღმტყორცნები ჩაიტანეს.

„თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე და შემდეგაც, საბრძოლო მოქმედებების დროს, სერბეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნების დიდი პარტია ჩაიტანეს“, - წერს აზერბაიჯანული გამოცემა Haqqin. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა და ასევე გამოცემისთვის სამხედრო წყაროებიდან გახდა ცნობილი.

აზერბაიჯანული გამოცემის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციაზე საქართველოს ოფიციალურ უწყებებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა