ზაურ დარგალი - როგორც უკვე მომავალი დეპუტატი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მარნეულელების და გარდაბნელების ხმა იყოს პარლამენტში

როგორც უკვე მომავალი დეპუტატი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მარნეულელების და გარდაბნელების ხმა იყოს საქართველოს პარლამენტში,- ამის შესახებ გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა განაცხადა. მან ჟურნალისტებთან მარნეულში უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში მარნეულში ყველა სოფელს ხარისხიანი სასმელი წყალი ექნება.

“როგორც ერთი წლის წინ მე დავპირდი მარნეულელებს, რომ გავხდებოდი თითოეული ოჯახის წევრი, გარდაბანშიც ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიდგომას. 2012 წლის მერე მარნეულის მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, რომელიც მიმართული იყო მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. ჩვენ ვასრულებთ იმ საბაზისო ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს, რომელიც არსებობს ჩვენს მუნიციპალიტეტში. ბოლო წლებში მარნეულში ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები მოგვარდა. სასმელი წყალი, საგზაო ინფრასტრუქტურა, ცენტრალული გზები. წელსაც და უახლოეს მომავალშიც არ გვექნება არცერთი სოფელი მარნეულში, სადაც არ იქნება ხარისხიანი სასმელი წყალი, ცენტრალური გზა”,- განაცხადა დარგალმა.

ცნობისთვის, პარტიამ “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ზაურ დარგალი, რომელიც მარნეულის მოქმედი მერია, პარტიამ გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს