მიხეილ ჩხენკელი - მაჟორიტარობის კანდიდატებად წარვადგინეთ მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ღირსეული ადამიანები

განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, “ქართული ოცნება” თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებული პარტიაა და დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი არჩევნებზე გაიმარჯვებს. როგორც ჩხენკელმა განაცხადა, მაჟორიტარობის წარდგენილი კანდიდატები მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ადამიანები არიან.

“უმთავრესი გახლავთ ის, რომ დღეს მაჟორიტარობის კანდიდატებად წარვადგინეთ მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ღირსეული ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ხალხს და უანგაროდ შრომას გააგრძელებენ ქვეყნის საკეთილდღეოდ. “ქართული ოცნება” არის ის გუნდი, რომლისთვისაც მთავარი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვაა. კონკრეტულ ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტია გახლავთ, რომლისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავალზე, ახალგაზრდებზე და განათლებულ თაობაზე ზრუნვა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში ჩვენ აუცლებლად გავიმარჯვებთ და ყველა ერთად, მთელი გუნდი გავაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი საქართველოსთვის”,- განაცხადა ჩხენკელმა.

ცნობისთვის, პარტიამ “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა