„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ საწარმოსთან მიმდინარე აქციას განცხადებით ეხმაურება

კომპანია „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ მის საწარმოსთან მიმდინარე აქციას განცხადებით ეხმაურება. კომპანიის ინფორმაციით, კონტრაქტორის მხრიდან დაქირავებულ სუბიექტს-ზურაბ ხაბულიანს მცდელობა აქვს ზეწოლა მოახდინოს კომპანია „სანტეზე“.

კომპანიის განცხადების თანახმად, მან უკანონოდ მოახდინა კომპანიის შესასვლელის პიკეტირება და ამას გარდა კომპანიაზე დამატებითი ზეწოლის მოხდენის მიზნით, ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს კომპანიის მიმართ.

„სანტეს“ კონტრაქტორის დაუდევრობის შედეგად მის მიერ დაქირავებულმა სუბიექტმა- ზურაბ ხაბულიანმა, დაიწყო ისეთი შენობის დემონტაჟი, რომელიც გათვალისწინებული არ ყოფილა არც ხელშეკრულებით და არც სხვა საკომუნიკაციო საშუალებით. შეცდომის შედეგად ზურაბ ხაბულიანმა და მის მიერ მოყვანილმა რამდენიმე მუშამ, დაიწყო ისეთი შენობის ნგრევა, რომელიც არ წარმოადგენდა კომპანია სანტესთან დადებული კონტრაქტის საგანს. აღნიშნულმა ჯგუფმა იმუშავა რამდენიმე დღე, მათ დაანგრიეს საწყობის უკან მდებარე ფარდული და მოამზადეს ტერიტორია ნგრევითი სამუშაოებისთვის, თუმცა კომპანია სანტეს მხრიდან დროულად იქნა აღმოჩენილი კომუნიკაციაში უზუსტობა და შეაჩერებინა კონტრაქტორს სამუშაოები მისი მხრიდან ძირითადი შენობის დემონტაჟის დაწყებამდე. ზურაბ ხაბულიანისა და მისი სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული რეალური სამუშაოს ღირებულება შეადგენს დაახლოებით 5000 ლარს. სანტეს კონტრაქტორი, ი/მ გოჩა ოდოშაშვილი, მზადაა მის მიერ დაქირავებული სუბიექტის მუშახელს გადაუხადოს გაწეული სამუშაოს საფასური, თუმცა ზურაბ ხაბულიანისთვის ეს შეთავაზება არ არის საკმარისი და ცდილობს ცილისწამების და მედიისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით, მოახდინოს კომპანია სანტეზე ზეწოლა და მისგან მიიღოს პირადი ფინანსური სარგებელი, 50000 ლარის ოდენობით, რაც არაპროპორციულია მის მიერ რეალურად განხორციელებული სამუშაოების.

კონტრაქტორის მხრიდან დაქირავებულ სუბიექტს-ზურაბ ხაბულიანს, აქვს მცდელობა ზეწოლა მოახდინოს კომპანია სანტეზე და საკუთარი ფინანსური სარგებელის მიღების მიზნით აიძულოს კომპანია განახორციელოს, სანტეს საკუთრებაში არსებული შენობის, უკანონო დემონტაჟი, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სუბიექტის- ზურაბ ხაბულიანის, პრეტენზიები შპს „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების“ მიმართ, არის უსაფუძვლო და არალოგიკური, მან უკანონოდ მოახდინა კომპანიის შესასვლელის პიკეტირება და ამას გარდა კომპანიაზე დამატებითი ზეწოლის მოხდენის მიზნით, ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს სანტეს მიმართ და ამით შეცდომაში შეჰყავს, როგორც მედია საშუალებები ასევე ქართველი საზოგადოება. კომპანიაზე ზეწოლის განხორციელებას აქვს მთავარი მოტივი, რომ ამ სუბიექტმა მიიღოს პირადი ფინანსური სარგებელი პროცესებიდან, რაშიც მას ეხმარება პოლიტიკური პარტია „ქართული არჩევანი“.

კომპანია სანტემ მიმართა საგამომძიებლო სამსახურს, ამ დროისთვის საქმე აღძრულია უკანონო დემონტაჟთან დაკავშირებით და აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა. კონტრაქტორი გოჩა ოდოშაშვილი აღიარებს მის მიერ მიყენებულ ზიანს კომპანიისადმი და მზადაა აუნაზღაუროს სანტეს უკანონო დემონტაჟით გამოწვეული ფინანსური ზიანი, რაც შეადგენს 7000 ლარს.

სანტე გამორიცხავს მისი მხრიდან რაიმე ვალდებულების შეუსრულებლობას და აღნიშნულ საქმეში წარმოადგენს მხოლოდ დაზარალებულ მხარეს, რომელმაც მიიღო ფინანსური ზიანი დაქირავებული კომპანიის მხრიდან განხორიციელებული უკანონო ქმედების შედეგად.

სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები, 22 წელზე მეტია უმსხვილესი რძის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელშიც დღესდღეობით 500-მდე ადამიანია დასაქმებული. ამასთან ერთად, კომპანია სტაბილური შემოსავლის წყაროს უქმნის 2000-მდე ფერმერულ ოჯახს საქართველოში, რომელთაგანაც სანტე ყოველწლიურად მილიონობით ლიტრ რძეს იბარებს პროდუქციის დასამზადებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს