ინდუსტრია 4.0 - მენეჯმენტის სწავლების ახალი მოდული და მაღალტექნოლოგიური ცენტრი BTU-ს მაგისტრანტებისთვის

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სრულიად ახალი მენეჯმენტის სასწავლო მოდული – ინდუსტრია 4.0 იქმნება. სასწავლო მოდულის შესაქმნელად ბელგიური, შვედური, პორტუგალიური და სხვა წამყვანი ინსტიტუციური და კორპორაციული პარტნიორები ერთიანდებიან.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერივერსიტეტში განმარტავენ, რომ მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამისთვის ახალი მოდულის შექმნა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ფარგლებში, სხვადასხვა სექტორში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის ინსტრუმენტების სწავლებას გულისხმობს. მოდულის სახელწოდება ინდუსტრია 4.0 სწორედ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის აღმნიშვნელია.

„მოდულის შესაბამისი სწავლება და საჭირო მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის მოწყობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უახლოეს პერიოდში დაიწყება. სტუდენტებისთვის მოეწყობა მაღალტექნოლოგიური სივრცე, სადაც მენეჯერული პროცესების ციფრული ტრანსფორმაცია, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით და პროგრამული უზრუნველყოფით ისწავლება,“ – აცხადებენ უნივერსიტეტში.

პროექტის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი:

  • ჩაატარებს კვლევას და მოამზადებს ანგარიშს პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების სასწავლო მეთოდოლოგიებსა და კურიკულუმზე;
  • გადაამზადებს/დაატრენინგებს კადრებს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის საჭიროებების შესაბამისად;
  • ევროპელი პარტნიორების გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების საფუძველზე შექმნის ახალ სასწავლო მოდულს მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის (Industry 4.0 Business Management);
  • შექმნის მაღალტექნოლოგიურ სასწავლო ლაბორატორიას მოდულის პრაქტიკული კომპონენტის განსახორციელებლად;
  • განავითარებს ინსტიტუციურ ერთეულებს.

ინსტიტუციური განვითარების პროექტი ევროკომისიის დაფინანსებით ხორციელდება და მის ფარგლებში, შესაბამისი მოდულის განვითარებისთვის და ინდუსტრიების ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობისთვის ერთვებიან ევროპის მოწინავე უნივერსიტეტები და კორპორაციები, მათ შორის ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია; პორტოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია; სტოკჰოლმის ტექნოლოგიის სამეფო ინსტიტუტი, შვედეთი; გენტის ვოლვოს ავტოქარხანა, ბელგია და სხვა.

დიმიტრი შველიძე -  ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილი „ნაცმოძრაობაა“,  ამ ფონზე, მისთვის შეიძლება უფრო მისაღები იყოს „ევროპული საქართველო“
ქართული პრესის მიმოხილვა 12.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
ამერიკული სტეიკების ფესტივალი ბათუმში
“დიდი სიყვარულის დასაწყისი” - Wolt ქუთაისშია!
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში