ალგეთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი და განყოფილების დეტექტივის თანაშემწე დააკავეს

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, ქვემო ქართლის პროკურატურასთან ერთად, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ალგეთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და ამავე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა