ეკა ბესელია - რომელი იყო ახალი სახე? ერთი ქალი რომ არის 30 მაჟორიტარში, ეს ნორმალურია?

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას შეფასებით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა იმის მანიშნებელია, რომ მმართველ გუნდს, ერთი მხრივ, საკადრო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლილებებისთვის საჭირო ენერგიის დეფიციტი აქვს. მისივე განცხადებით, დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ ცვლილებების დრო დადგა.

"ძალიან უღიმღამო პრეზენტაცია იყო და დღევანდელმა დღემაც აჩვენა, რომ ცვლილებების დრო მოვიდა. აჩვენა ის, რომ გზავნილებიც და მესიჯებიც უკვე დაძველდა. წარსულს რომ ახსენებს და ამ დროს წარსულის რამდენიმე დეპუტატი დღეს მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა, იგივე ხოჯევანიშვილი ვინ იყო, ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას. მე მგონი კომენტარიც აღარ არის საჭირო. კანდიდატებს შორის გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, წინა ხელისუფლების დროს მათ რიგებში რომ იყვნენ; ადამიანები, რომელთა პარლამენტში ვერცერთ გამოსვლას ვერ გაიხსენებთ და ასევე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პირდაპირი ფორმულა - მერები და გუბერნატორები. ვინ არის ახალი სახე, რამდენიმე ბიზნესმენი, რომელიც თანამშრომლობს ხელისუფლებასთან? რომელი იყო ახალი სახე? ერთი ქალი რომ არის ოცდაათ მაჟორიტარში, ეს ნორმალურია? არ გვყავს ქვეყანაში ისეთი ქალები, რომლებიც შეიძლება კანდიდატებად წარადგინო? ეს "ქართული ოცნების" მხრიდან არ არის იმის განაცხადი, რომ იმავე პოლიტიკას აგრძელებს, რასაც აქამდე აკეთებდა?! ეს არის ერთი მხრივ, რესურსის დეფიციტიც და "ქართულ ოცნებას" უკვე ცვლილებების ენერგიაც აღარ აქვს. პანდემიის მაშველ რგოლად გამოყენება კიდევ უფრო აჩენს ამ სისუსტეებს, რაც არის. ასე რომ, დღევანდელ პრეზენტაციას და კანდიდატებს ერთი ფრაზით შევაჯამებდი: დადგა ცვლილებების დრო,"- განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, დღეს პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ქვეყნის მასშტაბით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა