ექსპერტი - შაქარაშვილის ცხედრის დათვალიერებისას ოქმში აღნიშნული ფრაზა - „გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში“ მექანიკური შეცდომაა

დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის ცხედრის წყლიდან ამოყვანისას პირველადი დათვალიერებისას შედგენილ ოქმში აღნიშნული ფრაზა - „გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში“, მექანიკური შეცდომაა. სწორედ ამით ხსნის „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ალექსანდრე გეჯაძე ცხედრის პირველადი დათვალიერებისას დაწერილ დასკვნასა და ექსპერტიზის საბოლოო დაკვნას შორის სხვაობას, სადაც წერია, რომ „გვამური გაშეშება მოხსნილია“.

„ეს ოქმი გამომძიებლის მიერ ექსპერტის კარნახითაა შედგენილი. იმ ადგილზე რა რია-რიაც იყო, კარგად ნახეთ. შესაბამისად, „გვამური გაშეშება გამოხატულია კარგად ყველა ჯგუფის კუნთებში“ - ეს არის მექანიკური შეცდომა, ამაში ორი აზრი არ არის, რამეთუ, დოკუმენტში ამავდროულად წერია, რომ გაშეშებასთან ერთად ადგილი აქვს გვამური ლპობით ცვლილებებს. წარმოუდგენელია, გაშეშება იყოს ყველგან გამოხატული და ამავდროულად იყოს მოგვიანებითი გვამური მოვლენები, კერძოდ, კი, ლპობა გამოხატული. პოვნიდან რამდენიმე საათში ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაიკვეთა, გამოხატული იყო ლპობითი ცვლილებები, როგორც შემთხვევის ადგილზე, ასევე პროზექტურაში. ეს მექანიკური შეცდომა ალბათ გამოსწორდება გამოძიების მიერვე, დაიკითხება ის გამომძიებელი, ვინც ეს ოქმი შეადგინა, ის ექსპერტიც ვინც ეს უკარნახა. ვიმეორებ, წარმოუდგენელია, გვამური გაშეშება იყოს ყველგან გამოხატული და ამავდროულად ლპობითი ცვლილებები იყოს“, - აცხადებს გეჯაძე.

ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
ქართული პრესის მიმოხილვა 04.03.2021
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
შეფუთვის ვინტაჟური სტილი და ევროპული სტანდარტების ქარხანა - „ვაკე“ 2021 წელს სიახლეებით იწყებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან