ამირან გამყრელიძე - „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე მიწვეული ვიყავი როგორც ერთ-ერთი დამსწრე და მხარდამჭერი

მე პოლიტიკურ სიმპატიებზე არ ვისაუბრებ, აპოლიტიკური პიროვნება ვარ და წარმოვადგენ სახელმწიფო დაწესებულებას; დღეს მიწვეული ვიყავი როგორც ერთ-ერთი დამსწრე და მხარდამჭერი, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების შეკითხვას უკავშირდებოდა თუ არა „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე ყოფნა მის პოლიტიკურ სიმპატიებს.

,,დღეს წარმოვადგენ სახელწიფოს, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუციას - დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელმაც სერიოზული როლი ითამაშა Covid 19-თან ბრძოლაში და ამ ინფექციის შეკავებაში ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ მე იქ მიწვეული ვიყავი, როგორც ამ დაწესებულების ხელმძღვანელი,“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე: დაესწრებოდა თუ არა მსგავსი ტიპის ღონისძიებას ოპოზიციისგან დაპატიჟების შემთხვევაში? - გამყრელიძემ უპასუხა - ,,გააჩნია ვინ დამპატიჟებს და როგორ“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო