დავით სონღულაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველმა გუნდმა დღეს მაჟორიტარობის კანდიდატების განახლებული შემადგენლობა წარადგინა

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი თვლის, რომ მმართველმა გუნდმა დღეს მაჟორიტარობის კანდიდატების განახლებული შემადგენლობა წარადგინა. კითხვაზე, დასახელებული 30 კანდიდატიდან რომელი იყო ახალი სახე, სონღულაშვილმა უპასუხა, რომ რამდენიმე მათგანი პარლამენტის წევრი აქამდე არ ყოფილა.

"ქართულ ოცნებას" ახალი სახეების დეფიციტი არ აქვს. პირიქით, სამაჟორიტარო და საპარლამენტო ცხოვრების ნაწილში აბსოლუტურად განახლებული გუნდი იქნება. ცხადია, გუნდი კიდევ ფართოვდება, დამატებით შემადგენლობას იხილავთ უკვე სიაში, თუმცა სამაჟორიტარო ნაწილში ძალიან დიდი ნაწილი განახლებულია. მაშინ მე გკითხავთ შემდეგნაირად: წარდგენილი კანდიდატებიდან რამდენი იყო უკვე პარლამენტის წევრი? მერებისა და გუბერნატორების მაჟორიტარობის კანდიდატებად წარდგენა ნიშნავს, რომ მათ ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვთ," - განაცხადა სონღულაშვილმა.

მისივე განცხადებით, მაჟორიტარობა არ არის მარტივი და ეს პოზიცია საკმაოდ საპასუხისმგებლოა.

„მაჟორიტარი დეპუტატობის 30-ვე კანდიდატი არის უალტერნატივო და საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. ყველა კანდიდატის შერჩევის პირველი კრიტერიუმი არის პროფესიონალიზმი, თავის საქმის ერთგულება და ქვეყნის ერთგულება. მინდა, გუნდს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ნდობის გამოცხადებისთვის. მაჟორიტარი დეპუტატობა არ არის მარტივი. ეს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა საზოგადოების წინაშე. ეს საჭიროებს 24/7-ზე შრომას. აქედან გამომდინარე, მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ჩემი კანდიდატურა ასეთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე დასახელდა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იმ საზოგადოების ნდობა გავამართლო, ვინც არჩევნებში მხარს დამიჭერს," - განაცხადა სონღულაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ქვეყნის მასშტაბით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა