ფოთის საზღვაო ნავსადგურში პროფესიული განვითარების პროგრამა „ინპორტი“ იწყება

"ეიპიემ ტერმინალს ფოთს" სტრატეგიულ მიზნად აქვს დასახული ბიზნეს და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტების ჰარმონიულად მართვა. ვუწყობთ ხელს რა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან ერთ-ერთს - ადგილობრივ საზოგადოებაში ხარისხიან განათლებას და ვითვალისწინებთ საპორტო ინდუსტრიის შრომითი ბაზრის საჭიროებებს, ფოთის საზღვაო ნავსადგურში 2017 წლიდან ყოველწიურად ვახორციელებთ პროექტს “InPort” (,,ინპორტი“), რომლის მიზანია ფუნქციური ცოდნის, სწორი მიდგომების, სიახლეების ათვისების უნარისა და პოტენციალის მქონე ადგილობრივი ტალანტების აღმოჩენა, მათი განვითარების ხელშეწყობა და შედეგად, საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების მომზადება.

ბოლო ორი წელია, პროგრამა მიმართულია ნავსადგურში არსებული STEM პროფესიებისაკენ. ინპორტ STEM, რომელიც მოიცავს ერთკვირიან თეორიულ სწავლებას და 3 თვიან პრაქტიკულ ნაწილს ფარავს შემდეგი კარიერულ მიმართულებებს: კომპიუტერული პროგრამირება, ელექტროინჟინერია, მექანიკური ინჟინერია და HSSE - ჯანდაცვა, შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა.

ამჟამად მიმდინარეობს აპლიკაციების მიღების პროცესი, რომელიც 26 ივლისამდე გაგრძელდება, ხოლო პროგრამის დაწყება მიმდინარე წლის აგვისტოშია დაგეგმილი. პროგრამის მონაწილეები, რომლებიც შეირჩევიან პროფესიული და ქცევითი კრიტერიუმების მიხედვით, ჩაერთვებიან მრავალმხრივ და საინტერესო სასწავლო პროცესში.

მეტი დეტალებისთვის იხილეთ “ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი. ან ბმული: https://bit.ly/3ekuqHz

აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა