საბერძნეთმა უცხოელი სეზონური მუშახელისთვის წესები გაამკაცრა

ბალკანეთის ქვეყნებში ბოლო პერიოდში კორონავისუსის შემთხვევების მატების შემდეგ, საბერძნეთმა უცხოელი სეზონური მუშახელისთვის რეგულაციები გაამკაცრა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„მიწის სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ქვეყნიდან 4 აგვისტომდე გავლენ, დაბრუნებას ვეღარ შესძლებენ შემდგომ მითითებამდე“, - განაცხადა ბრიფინგზე საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტელიოს პეტსასმა.

საბერძნეთმა საკარანტინე ზომების შემსუბუქება მაისიდან დაიწყო. სეზონურ მუშახელს მაისის დასაწყისში საბერძნეთში შესვლის უფლება სპეციალური სამთვიანი ლიცენზიით დართეს. გასულ წელს 10 000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული სასოფლო-სამეურნეო სექტორში, მათი უმეტესობა ალბანეთიდან, ბულგარეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან ჩავიდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს