ურსულა ფონ დერ ლეიენი - ევროკავშირის ლიდერები საკითხის გადაჭრის აშკარა სურვილს გამოხატავენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერებს კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის მიზნით სტიმულირების ფონდის შექმნასა და ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის სურვილი აქვთ.

„ისინი საკითხის გადაჭრის აშკარა სურვილს გამოხატავენ. დღევანდელი დღის მიმართ პოზიტიურად ვარ განწყობილი. ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის,“- აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ბრიუსელში, სამდღიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერები კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენისკენ მიმართული მასშტაბური სტიმულირების ფონდის შექმნის თაობაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ სამიტი დღესაც გრძელდება. ლიდერები ერთ ტრილიონ ევროზე მეტი მოცულობის ევროკავშირის 7 - წლიან ბიუჯეტს განიხილავენ და კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ მიმართული ფონდის შექმნაზე მსჯელობენ, თუმცა ფინანსურ საკითხებზე ევრობლოკის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო