გიგა ბოკერია - საქართველოს ინტერესში უნდა იყოს  ჩვენს სამეზობლოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ სერბეთიდან და რუსეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, ნაღმტყორცნები ჩაიტანეს, სიმართლეა, ეს არის საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

ბოკერიას თქმით, თუ აღნიშნული ინფორმაცია ტყუილია, მაშინ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან საკითხის აღმოსაფხვრელად სწრაფი რეაგირებაა საჭირო.

„ჩვენს რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში ამ ტიპის კონფლიქტების ინსპირირება, წახალისება და შენარჩუნება არის პუტინის რუსეთის ინტერესში. ამ მეთოდებით ის ცდილობს თავისი გავლენის გავრცელებას. ეს ყველაფერი არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, თავი რომ დავანებოთ, რომ ჩვენი ორი მეზობელი ქვეყნის და სტრატეგიული პარტნიორის აზერბაიჯანის დაზიანება ხდება ამ ყველაფრით. საქართველოს პოზიცია არის მკაფიო, საქართველოს ინტერესში რაც უნდა იყოს, ეს არის მშვიდობიანი მოგვარება ჩვენს სამეზობლოში ამ კონფლიქტის, ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, როგორც პრინციპული საკითხი და ეს არის დაუშვებლობა, რომ საქართველო რაიმე ფორმით იყოს ჩართული ამ კონფლიქტის გაღვივებაში. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, ეს არის არა მარტო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აზერბაიჯანისა და ჩვენი ორი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, არამედ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. თუ ეს სიმართლე არ არის, ამას სჭირდება არა სისულელეების ლაპარაკი, არამედ მაღალი დონის აღმასრულებელი ხელისუფლების სწრაფი რეაგირება საჯაროდ და ამავდროულად ჩვენი პოლიტიკური პარტნიორის, აზერბაიჯანის და საერთაშორისო თანამეგობრობის დარწმუნება, რომ ეს არის სიცრუე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანული გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს გავლით სომხეთში აზერბაიჯანის წინააღმდეგ განკუთვნილი ნაღმტყორცნები ჩაიტანეს.

„თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე და შემდეგაც, საბრძოლო მოქმედებების დროს, სერბეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნების დიდი პარტია ჩაიტანეს“, - წერს აზერბაიჯანული გამოცემა Haqqin. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა და ასევე გამოცემისთვის სამხედრო წყაროებიდან გახდა ცნობილი.

აზერბაიჯანული გამოცემის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციაზე საქართველოს ოფიციალურ უწყებებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა