დავით ჭიჭინაძე - „ქართულმა ოცნებამ“ თავისივე გადაგდებული, რეზერვის-რეზერვში გადანახული კანდიდატები წარადგინა

თავისივე გადაგდებული, რეზერვის - რეზერვში გადანახული კანდიდატები და ყველა დროის ხელისუფლებას მორგებული მდიდარი ბიზნესმენები, რომლებიც კარგად „აიასნებენ“ მთავრობასთან და არასოდეს დგანან ხალხის გვერდით - აი ეს დავინახე „ქართული ოცნების“ დღევანდელ პრეზენტაციაზე , - ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს.

დავით ჭიჭინაძე და თვლის რომ სახელისუფლებო პარტიას არათუ რესურსი აღარ გააჩნია, მათგან დაპირების მსგავსიც კი ვერაფერი მოისმინა.

„დღეს დაანონსებული ე.წ. „თამამი დაპირებებიც“ კი ვერ მოვისმინეთ, სამაგიეროდ ნათლად ვიხილეთ 2012 წლის გაცოცხლების მცდელობა, მაგრამ 2012 წლის მერე ერთი ათწლეული გავიდა. მმართველი პარტია კი, იმის მაგივრად, რომ საქართველოს სახელმწიფო წინ წაეყვანა, გამუდმებით წარსულთან ბრძოლაშია ჩართული. იმიტომ ჰქონდათ დღესაც წარსულთან შეხვედრა. მაგრამ, მათ ავიწყდებათ, რომ პოლიტიკური ძალა მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა წარსულში იქექოს, თუმცა ახალს ვინ დარდობს, ძველი დაპირებები მაინც შეესრულებინათ! მაგალითად - იაფი ფული და წესრიგი საბანკო სექტორში - ესეც 2012 წლის უმთავრესი დაპირება იყო. დღეს კი გვაქვს ძალინ ძვირი ფული და უკონტროლო საბანკო სექტორი, რამაც კიდევ უფრო დაანგრია ჩვენი ქვეყანა და გააღატაკა ხალხი“, - აცხადებს ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, ხალხს სჭირდება ღირსეული ცხოვრება, ღირსეული შემოსავალი და არა ათეული წლების განმავლობაში ერთი და იგივე მდიდარი ბიზნესმენების ყურება, რომლებიც ყოველთვის მოქმედი ხელისუფლების მხარეს არიან და არა ხალხის.

„პანდემიით სიამაყეც მართლა სამარცხვინოა, რაც ისევ ხალხის კეთილგონიერებით დავძლიეთ და არა ჯანდაცვის სისტემით. მოკლედ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ თავისივე გადაგდებული, რეზერვის - რეზერვში გადანახული კანდიდატები წარადგინა, რესურსი აღარ გააჩნია და იმიტომ. „ქართული ოცნება“ ისევ მდიდარ ხალხზეა ორიენტირებული და არა იმ ადამიანებზე, ვინც ამ ქვეყანაში ყველა არჩევნებს იგებს”,- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა