დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინს კორონავირუსის ვაქცინა არ გაუკეთებია, მისთვის დაუმტკიცებელი ვაქცინის გამოყენება კარგი არ იქნება

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაუკეთებია, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„არა, არ გაუკთებია. ის ჯერ დამტკიცებული არაა და ვფიქრობ, სახელმწიფოს მეთაურისთვის დაუმტკიცებელი ვაქცინის გამოყენება კარგი არ იქნება“, - აღნიშნა პესკოვმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისას.

მისივე თქმით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე რუსი მეცნიერების მუშაობის შედეგები დამაიმედებელია, თუმცა ამ სამუშაოს დასარულებამდე ვაქცინაციაზე საუბარი ნაადრევია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა