არჩილ თალაკვაძე - სექტემბერში წარვადგენთ პარტიულ სიას და ნახავთ, რომ შემადგენლობაში იქნება განახლება

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მაჟორიტარობის კანდიდატები არა „ძველი ადამიანები“, არამედ წარმატებული და გამოცდილი პოლიტიკოსები არიან.

როგორც თალაკვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ახალ სახეებს საზოგადოება პარტიულ სიაში იხილავს, რომელსაც მმართველი გუნდი სექტემბერში წარადგენს.

„ჩვენი კონცეპტუალური ხედვა გუნდთან დაკავშირებით ასეთია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ წლების განმავლობაში შეძლო რეფორმების გატარება, შეძლო იმ ძირითადი ღირებულებების განუხრელი დაცვა, რომელიც მოქალაქეების თავსუფლებისთვის და განვითარებისთვის არის აუცილებელი. ეს არის ადამიანის უფლებების, ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, ეს არის უსაფრთხოება, ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, სოციალური სისტემის გაუმჯობესება და განათლების სისტემა. ამიტომ კონცეპტუალურად გუნდის შემადგენლობაც განისაზღვრება ისე, რომ ყველამ, ვინც ამ პროცესში თავისი წვილი შეიტანა, საქმე გააკეთა და შედეგი აჩვენა საზოგადოებას იმ ადამიანების ადგილი არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში მომავალშიც. ეს არ არიან „ძველი ადამიანები“, როგორც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ დაარქვან. ეს არიან წარმატებული, გამოცდილი პოლიტიკოსები. ჩვენ დავპირდით საზოგადეობას, რომ გუნდის განახლებაც მოხდება, როგორც 2016 წელს მოხდა. ჩვენ სექტემბერში წარვადგენთ პარტიულ სიას, სადაც ნახავთ, რომ შემადგენლობაში იქნება განახლება“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, საარჩევნო სიაში ყველა სფეროს წარმომადგენლები იქნებიან.

„კანდიდატების შესახებ კონსულტაციები პრაქტიკულად დასრულებულია, უბრალოდ, ჩვენ გვაქვს გეგმა წარდგენასთან დაკავშირებით. იქნებიან ყველა მნიშვნელოვანი სფეროს წარმომადგენლები და სფეროების ინტერესებს შორის პარლამენტში იქნება ოპტიმალური ბალანსი. იქნებიან ადამიანები, ვინც წარმოადგენენ ეკონონიკურ სფეროს, ჯანდაცვას, ქალთა და ბავშვთა უფლებებს, მართლმსაჯულების სისტემას, ყველა გამოცდილება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს დაგროვილი ამ სფეროებში, იქნება ოპტიმალურ სინერგიაში მეათე მოწვევის პარლამენტში“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, დღეს პარტიამ „ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა