დავით ბაქრაძე - ვნახეთ ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკები, მინისტრები, დეპუტატები, ვინც რვა წლის განმავლობაში, ძალიან კარგად მოიწყო საკუთარი ცხოვრება

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების დღევანდელი პრეზენტაცია იყო საუკეთესო რწმუნება და მაგალითი, რომ „ქართული ოცნების და ამ გუნდის გამარჯვების შემთხვევაში მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას არ ელოდება არანაირი წინსვლა და იგივე პრობლემები კიდევ უფრო დამძიმებული ფონი იქნება.

„დღეს ჩვენ ვნახეთ ძველი და კიდევ უფრო ძველის სახეებისგან შემდგარი გუნდი. ვნახეთ ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკები, მინისტრები, დეპუტატები, ვინც ამ რვა წლის განმავლობაში, ძალიან კარგად მოიწყო საკუთარი ცხოვრება, მაგრამ ქვეყანას და ხალხს მოუტანა გაჭირვება, სიღარიბე, ვალები და პრობლემები.

დღეს, ჩვენ ვნახეთ ხელისუფლება, რომელიც კიდევ ერთხელ საუბრობდა მხოლოდ და მხოლოდ წარსულზე და იმალებოდა ექიმის თეთრი ხალათის მიღმა და ერთი სიტყვა არ უთქვამს მომავლის ხედვაზე, პროგრამაზე, ხედვაზე თუ როგორ აპირებს ხალხის პრობლემების მოგვარებას“, - აღნიშნა ბაქრაძემ საკითხის კომენტირებისას.

ცნობისთვის, დღეს პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით, 30 მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო