არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას თითზე ჩამოსათვლელი ჰყავს ისეთი კანდიდატები, რომლებსაც ხალხმა შეიძლება, პირდაპირი ნდობა გამოუცხადოს

ოპოზიციას თითზე ჩამოსათვლელი ჰყავს ისეთი კანდიდატები, რომლებსაც ხალხმა შეიძლება, პირდაპირი ნდობა გამოუცხადოს , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის კანდიდატების უმეტესობამ სახელი ადამიანების უფლებების დარღვევით მოიხვეჭა.

„არ ვიცი თუ იპოვით ადამიანებს, ვინც თავის მომავალს ჩააბარებს მათ. ძირითადად, ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატად განიხილება ხალხი, რომელმაც სახელი მოიხვეჭა ადამიანის უფლებების დარღვევით, შერჩევითი სამართლით, როდესაც დღეს აკრიტიკებენ კონკრეტულ თემებს და გუშინ ამაზე ხმას არ იღებდნენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციას სათქმელი არ აქვს და ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატები არიან მორჩილნი.

,,მორჩილება უნდოდა ისეთი, როგორიც ჰქონდა მაგ ოპოზიციას, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, როდესაც ერთი ადამიანი მართავდა ყველაფერს. სტრასბურგის გადაწყვეტილება რომ ავიღოთ გირგვლიანთან დაკავშირებით, ევროპელმა მოსამართლეებმა პირდაპირ დაწერეს, რომ მთელი სახელმწიფო იყო მომართული ერთი ადამიანის ინტერესებისთვის და თუ მონური მორჩილების მაგალითი გინდათ, უახლოეს ისტორიაში ყველაზე მკვეთრი მაგალითი სწორედ ეს იყო“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა