არჩილ თალაკვაძე - ვფიქრობ, ძალიან ბევრი მოქალაქე მოხარული იქნება, თუკი მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში შევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში შევა.

ამის შესახებ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სტაბილურობის ნიშანია, როდესაც გუნდის განახლებასთან ერთად პროფესიონალები, კომპეტენტური, წარმატებული ადამიანები პარტიაში რჩებიან.

„ვფიქრობ, ძალიან ბევრი მოქალაქე მოხარული იქნება, თუკი მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება. ვფიქრობ, ეს არ არის დაბრუნება, ეს არის გუნდი, რომელიც სტაბილურად მუშაობს. ეს არის სტაბილურობის ნიშანი, როდესაც გუნდის განახლება ხდება, მაგრამ პროფესიონალები, კომპეტენტური, წარმატებული ადამიანები რჩებიან გუნდში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა