მედია - რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი ხვალ მოსკოვში გაემგზავრება , - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია მუჰამედ ზარიფის შეხვედრა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან.

ირანული მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს მხარეები რეგიონსა და დანარჩენ მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ.

ცნობისათვის, რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა დაახლოებით ერთი თვის წინ გაიმართა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს