ვლადიმერ პუტინმა ხაბაროვსკის ოლქის დროებითი გუბერნატორი დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხაბაროვსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად სახელმწიფო დუმის დეპუტატი, „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ წევრი მიხაილ დეგტიარიოვი დაასახელა.

როგორც პუტინმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრისას განაცხადა, ხაბაროვსკის მხარე რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი უმსხვილესი სუბიექტია, დიდი ინდუსტრიული პოტენციალითა და ავთენტური კულტურით.

„ეს თქვენგან მოითხოვს მთელ ძალისხმევას, უნარების, შესაძლებლობებისა და ნიჭის დემონსტრირებას“, - განუცხადა პუტინმა დეგტიარიოვს.

მის შეთავაზებას დეპუტატი უკვე დათანხმდა და აღნიშნა, რომ მზად არის დაუყოვნებლივ გაემგზავროს ხაბაროვსკის მხარეში. აქვე, ვლადიმერ პუტინმა ამჟამად დაკავებული მოქმედი გუბერნატორი, სერგეი ფურგალი ოფიციალურად გაათავისუფლა თანამდებობიდან.

შეგახსენებთ, ხაბაროვსკის გუბერნატორი სერგეი ფურგალი რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ის 15 წლის წინ ბიზნესმენების მკვლელობის შეკვეთაშია ეჭვმიტანილი. მისი დაკავების შემდეგ ხაბაროვსკის ოლქში საპროტესტო აქციები იმართება. ფურგალი ასევე „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ წევრია. ორი წლის წინ მან არჩევნებში პუტინის პარტიის, "ედინაია რასიას" კანდიდატი დაამარცხა და მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია კრემლის მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევა, ფურგალის გამარჯვება, "ედინაია რასიასთვის" დარტყმა იყო.

იხილეთ ვიდეო:ვლადიმერ პუტინმა ხაბაროვსკის ოლქის ახალი დროებითი გუბერნატორი დაასახელა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა