ბათუმში სავაჭრო ცენტრი „იდეალი“ გაიხსნა

ბათუმში, სავაჭრო ცენტრი „იდეალი“ გაიხსნა, მისი ფართობი 5000 კვადრატულ მეტრზე მეტია და იგი თბილისის ფილიალს წარმოადგენს. ახალი ფილიალი მოემსახურება, როგორც აჭარის რეგიონს, ასევე გურიას და სამეგრელოს. აღსანიშნავია, რომ “იდეალი” ბაზარზე 2004 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის მოსაპირკეთებელ მასალებს, სანტექნიკასა და აბაზანის მოწყობილობების ფართო არჩევანს სთავაზობს.

სავაჭრო ცენტრ „იდეალში“ წარმოდგენილია, თანამედროვე დიზაინისა და ტექნოლოგიების მქონე ევროპული პროდუქცია, რომლებიც წარმოებულია ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: გერმანია, იტალია, ესპანეთი, შვეიცარია, ბელგია, პოლონეთი და ა.შ. “იდეალის” ფართო ასორტიმენტში ასევე იხილავთ ხელსაბანს, უნიტაზს, შემრევ ონკანს, აბაზანებსა და საშხაპე კაბინებს, აბაზანის ავეჯსა და აქსესუარებს.

„იდეალში“ თქვენ აღმოაჩენთ შიდა და გარე მოპირკეთებისთვის აუცილებელ კერამიკულ და კერამგრანიტის ფილებს და ლამინირებულ იატაკს. მომხმარებელს გულგრილს ვერ დატოვებს შოურუმში წარმოდგენილი სააბაზანე ოთახებისა და სამზარეულოს დიზაინები, რომლებიც შექმნილია პროფესიონალი დიზაინერების მიერ.

ასევე სავაჭრო ცენტრი გთავაზობთ იტალიური წარმოების ჰიდროსაიზოლაციო მასალებს და წებოცემენტს.

თანამედროვე ინტერიერი, სიმყუდროვე და კომფორტი, ქმნის იმ გარემოს, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურობაში ჰარმონია შემოაქვს. ამის მისაღწევად კი უნდა ეწვიოთ „იდეალს“, რომელიც ქ. ბათუმში, ლეონიძის ქ.N 13 ში მდებარეობს. სავაჭრო ცენტრი „იდეალი“ იდეალურ არჩევანს და იდეალურ ხარისხს გთავაზობთ.

ტელეფონი: +995 422 200 400

ვებგვერდი: https://ideal.ge

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა