მაშველებმა მდინარე ალაზანში 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, მყვინთავებმა მდინარე ალაზანში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში 20 მაშველი და მყვინთავთა ჯგუფი იყო ჩართული.

ცნობისთვის, ახალგაზრდა გუშინ მეგობართან ერთად, მდინარეზე საბანაოდ იყო წასული, თუმცა წყლიდან გამოსვლა ვერ შეძლო. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს