წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის ერთჯერად სტიპენდიას აწესებს

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის ერთჯერად სტიპენდიას აწესებს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები, რომლებიც დაფინანსდებიან სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობით და ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, სემესტრის დასასრულს მიიღებენ SANGU-ს ერთჯერად სტიპენდიას 225 ლარის ოდენობით.

„ფინანსური მხარდაჭერა ყოველ მომდევნო სასწავლო სემესტრში გაუგრძელდებათ იმ სტუდენტებს, რომელთა აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელი წინა სემესტრში 81 და მეტი იქნება.

აქვე შეგახსენებთ, რომ SANGU-ში მოქმედებს ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი ყველა აბიტურიენტისთვის. ნებისმიერი აბიტურიენტი, რომელიც SANGU-ს I,II ან III ნომრად შემოხაზავს და ნებისმიერი ოდენობის გრანტს აიღებს, ისარგებლებს შემდეგი სახის შეღავათებით:

100%-იანი გრანტის შემთხვევაში - ყოველთვიურ 125 ლარიან სტიპენდია;

70%-იანი გრანტის შემთხვევაში - დარჩენილი 30%-ის დაფინანსება;

50%-იანი გრანტის შემთხვევაში - დარჩენილი თანხის 20%-ის დაფინანსება;

აქვე აღვნიშნავთ, რომ კონკრეტულ სასწავლო პროგრამებს აქვთ ინდივიდუალური სტიპენდიები, წარჩინებული სტუდენტებისთვის.

დეტალურ ინფორმაციას ნახავთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: www.sangu.edu.ge“,-აღნიშნულია წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო