გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში სერიოზულად არის შეშფოთებული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის ზრდით. ამის შესახებ ორშაბათის ბრიფინგზე გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.
„გაეროს გენერალური მდივანი ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულ ვითარებას. ის ორივე მხარეს მოუწოდებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ. ორ ქვეყანას შორის სრულმასშტაბიანი კონფლიქტი კატასტროფა იქნებოდა“, - განაცხადა დიუჟარიკმა.
12 ივლისს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება დაიძაბა. სამხედრო შეტაკების შედეგად, ორივე მხარეს აქვს დანაკარგები.