თინა ხიდაშელი - ბიძინა ივანიშვილმა დღეს შემოგვთავაზა სია, რომელიც გახმოვანებაა ფორმულის - რასაც ვერ იყიდის ფულით, იყიდის დიდი ფულით

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დღეს წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების სია იმ ფორმულის გახმოვანებაა, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილი „რასაც ვერ იყიდის ფულით, იყიდის დიდი ფულით.“

თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე იმავე პრინციპს გამოიყენებს ბიძინა ივანიშვილი, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოიყენა.

„ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა ყველანაირი მომხიბვლელობა და მიზიდულობა ყველანაირ ჯგუფში, რადგან ვერავინ ვერ შემოგვთავაზა, გარდა ფულის ტომრებისა, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა დაავალა, იყიდონ არჩევნები. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნასწავლი გაკვეთილი არის ერთადერთი სტრატეგია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრეზენტაციაში გვანახა. ეს გაკვეთილი ძალიან ცუდად ჟღერს - ივანიშვილმა პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის დახარჯა ფული, წააგო პირველი ტური და მერე გადაწყვიტა დაეხარჯა ბევრი ფული. მან დღეს სია შემოგვთავაზა, რომელიც სწორედ ამ ფორმულის გახმოვანებაა: რასაც ვერ იყიდის ფულით, იყიდის დიდი ფულით. პატარა ბიზნესმენების შესაძლებლობები - ეს არის ფული, რომელსაც მისი ფინანსური შესაძლებლობა დაემატება, როგორც დიდი ფული და ის უყიდის მაგალითად სონღულაშვილს ნახევარ კახეთს. ეს ძალიან სამწუხაროა“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა