შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი სამ კვირაში 3-ჯერ გაიზარდა

ესპანეთში გასული სამი კვირის მანძილზე კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა - ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელების პიკმა ესპანეთში აპრილში მიაღწია, როცა ყოველ დღე ათასობით ახალი შემთხვევა ჩნდებოდა და ასობით ადამიანი იღუპებოდა, შემდეგ კი სიტუაცია დასტაბილურდა. თუმცა მას შემდეგ, რაც გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნა და ესპანელებიც ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, 201 ახალი კლასტერი გაჩნდა, მათ შორის უმეტესობა კატალონიის ქალაქებში - ბარსელონასა და ლეიდაში. ჯანდაცვის მინისტრის, სალვადორ ილლას განცხადებით, ეს კლასტერები გაჩნდა იქ, სადაც შეზღუდვები შემსუბუქდა.

„საუბარია ფართო საოჯახო შეკრებებსა და ღამის ცხოვრებასთან ასოცირებულ სივრცეებზე“, - აღნიშნა მან. მინისტრმა კატალონიაში შექმნილ სიტუაციას შემაშფოთებელი უწოდა და მოსახლეობას ჯანდაცვითი ნორმების პატივისცემისკენ მოუწოდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ივნისის ბოლოს, როდესაც ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა, ყოველ 100 000 მცხოვრებზე ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა მოდიოდა, თუმცა ახლა ეს რიცხვი 27-მდე გაიზარდა. სულ გასული შაბათ-კვირის განმავლობაში 4 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი 264 836-მდე გაიზარდა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს