ბრაზილიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 80 000-ს გადააჭარბა

ბრაზილიაში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 20 257 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 118 646-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 632 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 80 120-ს მიაღწია.

ცნობისათვის, გუშინ ბრაზილიის ორმა მინისტრმა: განათლების მინისტრმა მილტონ რიბეირომ და მინისტრმა მოქალაქეობის საკითხებში ონიქს ლორენზონიმ განაცხადეს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდათ.

რამდენიმე დღის წინ კოვიდ 19 გამოუვლინდა ქვეყნის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუსაც.

იხილეთ ვიდეო: ბრაზილიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 80 000-ს გადააჭარბა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო