საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყნის ტერიტორიაზე ეპიდემიის განახლების შემაშფოთებელი ნიშნები არსებობს

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ოლივერ ვერანი აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსის ეპიდემიის განახლების შემაშფოთებელი ნიშნები არსებობს, თუმცა საფრანგეთი მეორე ტალღისგან ძალიან შორსაა.

„არსებობს ქვეყნის ტერიტორიაზე ეპიდემიის განახლების ძალიან შემაშფოთებელი ნიშნები, ქვეყნის მასშტაბით 400-500 კლასტერია გამოვლენილი, ვირუსის გავრცელება იზრდება, თუმცა მეორე ტალღისგან ძალიან შორს ვართ,“- აღნიშნა ოლივერ ვერანმა.

მანამდე საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ტემპი იზრდება და 400-500 კლასტერია გამოვლენილი.

„ზრდა განპირობებულია იმით, რომ ვირუსის სიმპტომების მქონე მოქალაქეების ძალიან მცირე ნაწილი იტარებს ტესტს და გადადის თვითიზოლაციაში,“- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის 176 754 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 79 233 და დაღუპულია 30 177 ადამიანი. ამ დროისთვის საავადმყოფოებში მკურნალობას 6 589 კოვიდინფიცირებული განაგრძობს, მათ შორის 467 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა