გერმანიაში კორონავირუსის 522 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 202 345-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, გერმანიაში კოვიდ 19-ს კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 9 090-ს მიაღწია.
ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით გერმანია მე-18 ადგილზე დგას მსოფლიოში.