დონალდ ტრამპი აშშ-ის დიდ ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციების გასაკონტროლებლად ფედერალური სამართალდამცავების გაგზავნას აპირებს

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, აშშ-ის დიდ ქალაქებში მიმდინარე ანტირასისტული საპროტესტო აქციების გასაკონტროლებლად კიდევ უფრო მეტ ფედერალურ სამართალდამცავს გააგზავნის.

მისივე თქმით, აშშ-ის ბევრი ქალაქის, მათ შორის ჩიკაგოსა და ნიუ-იორკის, „ლიბერალ დემოკრატ“ ლიდერს მოქმედების ეშინია.

„სამართალდამცავებს გავაგზავნით. ვერ დავუშვებთ, რომ ეს ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქებში,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ძალადობის ფაქტებს ადგილი აქვს ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ფილადელფიაში, ბალტიმორსა და ოკლენდში და აღნიშნა, რომ ამ ქალაქებს „ლიბერალ დემოკრატი“ მერები ჰყავთ.

შეგახსენებთ, ანტირასისტული საპროტესტო აქციები აშშ-ში მაისის ბოლოს, აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა. 46 წლის ფერადკანიანი მამაკაცი პოლიციის მიერ დაკავებისას გამოჩენილი ძალადობის შედეგად შეუძლოდ გახდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო