ევროკავშირის ლიდერებმა კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს

ოთხდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg -ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს ბლოკის მიერ 750 მილიარდი ევროს გამოყოფას, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ გადაუდებელი დახმარების ფონდის ფარგლებში 390 მილიარდი ევრო გრანტის - 360 მილიარდი კი - დაბალპროცენტიანი სესხის სახით გაიცემა.

შეგახსენებთ, კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენისკენ მიმართული მასშტაბური სტიმულირების ფონდის შექმნის თაობაზე ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში ოთხი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. ფინანსურ საკითხებზე ევრობლოკის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა იყო, რის გამოც მათ შეთანხმების მიღწევა უჭირდათ. ეკონომიკური სტიმულირების გეგმის დასამტკიცებლად საჭირო იყო ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს მხარდაჭერა.

იხილეთ ვიდეო: ევროკავშირის ლიდერებმა კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა