ირაკლი შოთაძე კონსტანტინე გამსახურდიას და მის ადვოკატს შეხვდება

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე კონსტანტინე გამსახურდიას და მის ადვოკატს შეხვდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამსახურდიების ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა აცნობა, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, შეხვედრა დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.

"21 ივლისს, 13 საათზე, შევხვდებით გენერალურ პროკურორს, ბატონ ირაკლი შოთაძეს, პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. გასაგები მიზეზების გამო ცოტნე გამსახურდია დროებით ვერ არის ჩვენს გვერდით, მაგრამ ის პროგრესი, რასაც ერთად მივაღწიეთ განვლილი სამი წლის განმავლობაში, არ უნდა დაიკარგოს და სწორედ ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ გენერალურ პროკურორთან“, - აცხადებს ამირან გიგუაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა