ანგელა მერკელი  - ევროკავშირის ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმება ევროპის საზღვრებს გარეთ გაგზავნილი მნიშვნელოვანი სიგნალია

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ შეთანხმება, რომელსაც ევროკავშირის ლიდერებმა პოსტპანდემიური პერიოდის ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე მიაღწიეს, არის იმის დადასტურება, რომ ბლოკს „უდიდესი კრიზისის დროსაც კი“ ერთობლივი მოქმედება შეუძლია.

„ეს არის ევროპის საზღვრებს გარეთ გაგზავნილი მნიშვნელოვანი სიგნალი იმის შესახებ, რომ ევროკავშირს ერთობლივად მოქმედება შეუძლია,“- განაცხადა ანგელა მერკელმა.

შეგახსენებთ, ოთხდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმება ითვალისწინებს ბლოკის მიერ 750 მილიარდი ევროს გამოყოფას, რომელიც წევრ სახელმწიფოებს კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენაში დაეხმარება. გადაუდებელი დახმარების ფონდის ფარგლებში 390 მილიარდი ევრო გრანტის, 360 მილიარდი კი - დაბალპროცენტიანი სესხის სახით გაიცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო