რუსეთში ირანის ელჩი - ირანი  ახალი რუსული იარაღის შეძენით დაინტერესებულია

ირანი საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით, ახალი რუსული იარაღის შეძენით დაინტერესებულია, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში კაზემ ჯალალიმ განაცხადა.

მისივე თქმით, თეირანი ამ საკითხზე რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს.

„რუსეთთან კონსულტაციებს გავმართავთ იმის შესახებ თუ რა გვჭირდება თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად. რუსეთის მთავრობა და რუსი ხალხი ყოველთვის გვერდში გვედგნენ გაჭირვების დროს. რუსეთი ამ თვალსაზრისით ჩვენი პრიორიტეტული პარტნიორია”, - აღნიშნა კაზემ ჯალალიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს