აშშ-ში 24 საათში კორონავირუსის 56 750 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 372 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 56 750 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 830 010-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში კოვიდ 19-ს კიდევ 372 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 140 900-ს გადააჭარბა.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ში 24 საათში კორონავირუსის 56 750 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 372 ადამიანი გარდაიცვალა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს