სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს 60 ავტომობილი დაემატა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავტოპარკს ევროსტანდარტების შესაბამისი 60 ავტომობილი დაემატა. მათგან, 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების სტანდარტული მანქანაა, ხოლო 15 - მაღალი გამავლობის რეანიმობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.

ავტომობილების საპრეზენტაციო ღონისძიება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ნაბიჯები პოზიტიურად შეაფასეს.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ავტოპარკის განახლება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოხერხდეს იმ სერვისის უწყვეტობა, რომელიც მოქალაქეს სჭირდება სასწრაფო დახმარებისათვის.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და დღემდე ავტოპარკი სულ 362 ავტომობილით განახლდა. დღეისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი უკვე სრულად, მთელი საქართველოს მასშტაბითაა განახლებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა