ჩარლზ მიშელი - ევროპა არის ძლიერი, ევროპა არის ერთიანი, ეს არის სწორ დროს მიღწეული სწორი შეთანხმება

ჩვენ ეს გავაკეთეთ! ევროპა არის ძლიერი, ევროპა არის ერთიანი, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე ევროკავშირის ლიდერებს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ ეს გავაკეთეთ! ევროპა არის ძლიერი, ევროპა არის ერთიანი. ეს არის კარგი შეთანხმება, ეს არის ძლიერი შეთანხმება და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ევროპისთვის სწორ დროს მიღწეული სწორი შეთანხმება,“- აღნიშნა ჩარლზ მიშელმა.

შეგახსენებთ, ოთხდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმება ითვალისწინებს ბლოკის მიერ 750 მილიარდი ევროს გამოყოფას, რომელიც წევრ სახელმწიფოებს კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენაში დაეხმარება. გადაუდებელი დახმარების ფონდის ფარგლებში 390 მილიარდი ევრო გრანტის - 360 მილიარდი კი - დაბალპროცენტიანი სესხის სახით გაიცემა. გარდა ამისა, ევროკავშირის ლიდერები ბლოკის მომავალ 7 წლიან ბიუჯეტზეც შეთანხმდნენ, რომლის მოცულობა 1.1 ტრილიონ ევროს შეადგენს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა